რომის პაპი მღვდელმსახურთა ძალადობისგან აღშფოთებულია

“სკანდალებმა ეკლესიის იმიჯს დიდი ზარალი მაეყენა“

1060699
რომის პაპი მღვდელმსახურთა ძალადობისგან აღშფოთებულია

 

რომის პაპი ფრანცისკა, ვატიკანში სიტყვით გამოვიდა 100-მდე ფრანგი სასულიერო პირის წინაშე და შეეხო რა ბავშვთა მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობებს და მის გარშემო წარმოქმნილ სკანდალებს, თქვა, რომ ამით ეკლესიის იმიჯს დიდი ზარალი მიეყენა.

"დღეს ეკლესია სასტიკ და მის საწინააღმდეგო ქარიშხალს ებრძვის, განსაკუთრებით ზოგიერთი წევრის მიერ ჩადენილი მძიმე ცოდვების გამო", ხაზგასმით განაცხადა პაპმა.

დღეს, კათოლიკური ეკლესიის ასობით ათასი სასულიერო პირი მსახურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მრავალ ქვეყანაში ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით კი ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობები და შეურაცხყოფები, რომელთა შესახებაც უკვე ხშირად წერენ მასმედიის საშუალებები.

2014 წელს გაერომ, კათოლიკურ ეკლესიაში გავრცელებული ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ვატიკანს ბრალი დასდეს მღვდელმსახურთა მხრიდან ათობით ათასი ბავშვის სექსუალური შევიწროების ფაქტების დაფარვის მცდელობაში



მსგავსი ინფორმაციები