ტრამპი და კიმი “შეყვარებულები“ გახდნენ
ამის შესახებ ტრამპმა ვირჯინიაში “აღიარა“

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საინტერესო და სახალისო განცხადება გაავრცელა, რითაც კვლავ მიიქცია მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება.
დასავლეთ ვირჯინიაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსულმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ-ენთან გამართული სინგაპურის სამიტის შემდეგ, მათ შორის წერილობითი ურთიერთობები დამყარდა და ერთმანეთი ნამდვილად შეიყვარეს.
"მე ვიყავი დაუნდობელი, მაგრამ ისიც ასეთი იყო. ბოლო-ბოლო ჩვენ მივედი ერთ და იმავე თავლსაზრისამდის და შემდეგ ჩვენ ერთმანეთი შევიყვარეთ. მან კარგი წერილები მომწერა, ისინი მშვენიერები იყვნენ, ჩვენ მიჯნურები გავხდით“, მხიარული და იუმორისტული ტონით განაცხადა ტრამპმა, რითაც მხარდამჭერთა ოვაციები დაიმსახურა.
მისივე თქმით ჩრდილოეთ კორეის ლიდერები მისი წინამორბედი ამერიკელი პრეზიდენტების, ბარაკ ობამას და სხვების ტელეფონებსაც კი არ პასუხობდნენ, უფრო მეტიც, ფხენიანი მათ სთხოვდათ, აღარ შეეწუხებინათ სატელეფონო ზარებით.
როგორც ცნობილია, ტრამპსა და კიმს შორის პირველი პირისპირი შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში გაიმართა
მსგავსი ინფორმაციები

თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წელს 85 მილიონ 279 ათას 553-ს მიაღწია
თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წელს 85 მილიონ 279 ათას 553-ს მიაღწია