Emmy-ზე წელს თურქეთიდან სამი კანდიდატი დაასახელეს

დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში 19 ნოემბერს გაიმართება

1058361
Emmy-ზე წელს თურქეთიდან სამი კანდიდატი დაასახელეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 46-ედ გასამართ ემის დაჯილდოებაზე წელს თურქეთიდან საუკეთესო „ტელენოველას“ კატეგორიაზე 2 სერიალი დაასახელეს. ესენია რეჟისორების ზეინებ გუნაი თანისა და დენიზ კოლოშის სერიალი „İstanbullu Gelin” რომელსაც ქართველი მაყურებელი „დედამთილის“ სახლით იცნობს და სერიალი 'Cesur ve Güzel' რომლის ქართული სახელწოდებაც „ფავორიტია“.   

გასულ წელში საუკეთესო „ტელენოველას“ კატეგორიაში თურქულმა სერიალმა 'Kara Sevda'-მ გაიმარჯვა. ამ სერიალს კი ქართველი მაყურებელი იცნობს სახელით „შენი ზოდიაქოს ფერი“.

ამავდროულად სერიალის 'Söz' (სიტყვა) მთავარი როლის შემსრულებელი თოლგა სარითაში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლებს შორის დაასახელეს. ამავ კატეგორიაში დასახელებულები არიან ბრაზილიიდან ხულიო ანდრადე, კანადიდან ბილი კემპბელი და დანიიდან ლარს მიკელსენი.

დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში 19 ნოემბერს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #ემი , #Emmy , #დაჯილდოება , #თურქული სერიალი

მსგავსი ინფორმაციები