გაერო თურქეთს მადლობას უხდის

გაერო თურქეთს მადლობას უხდის

1052616
გაერო თურქეთს მადლობას უხდის

გაეროს სპეციალურმა  წარმომადგენელმა  სირიაში, სტეფან დე მისტურამ განაცხადა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის,  სირიის იდლიბის რეგიონთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მისასალმებელია. დე მისტურამ,  გაეროს უშიშროების საბჭოში, სირიაში მიმდინარე მოვლენების  შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, რუსეთის ქალაქ, სოჭში იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ რეგიონში 3 მილიონი სამოქალაქოს სიცოცხლე შეუნარჩუნა. „თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ,  ვლადიმერ პუტინს პირადი მონაწილეობით საკითხის მოგვარებაში შეტანილი წვლილის გამო  მადლობას ვუხდი. სოჭის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიმედოვნებ, რომ იგი რეალობაში დროულად გადაიქცევა. იდლიბის კრიზისი მოგვარების შემდეგ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ სიტუაციის დაძაბვის საშიშროება შეიქმნა, რასაც შეიძლება ახალი ოპერაციების დაწყება მოჰყოლოდა. ამიტომ, მხარეებს მოვუწოდებ ამდაგვარი ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ. ასევე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სოჭში გამართული შეხვედრა, ჟენევის პროცესს უფრო დააჩქარებს. ვფიქრობ, რომ სირიაში კრიზისი მოსაგვარებლად პოლიტიკური პროცესის დაწყების დრო დადგა,“ განაცხადა სტეფან დე მისტურამ.



მსგავსი ინფორმაციები