ასტანაში „ცეკვის სული“ სახელწოდების ფესტივალი ჩატარდა

ფესტივალზე საქართველოც იყო წარდგენილი

1050126
ასტანაში „ცეკვის სული“ სახელწოდების ფესტივალი ჩატარდა

ყაზახეთის დედაქალაქ, ასტანაში „ცეკვის სული“ სახელწოდების  (The Spirit of Dance) საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ყაზახეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ „ცეკვის სული“ ფესტივალში ყაზახეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, რუსეთის, საქართველოს, ლატვიის, ინდოეთის, აშშ-ს, ირლანდიის და კანადის მომღერალთა და მოცეკვავეთა ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას.  ფესტივალზე, სადაც ეთნიკური და პოპულარული მუსიკა შესრულდა, ხელოვანებმა თავიანთ ენებზეც შეასრულეს სიმღერები და ასევე ეროვნული ცეკვებიც. ფესტივალის მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული დაახლოება გახლდათ.



მსგავსი ინფორმაციები