ერდოღანი ირანს გაემგზავრა

თეირანში იდლიბის საკითხს განიხილავენ

1044884
ერდოღანი ირანს გაემგზავრა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ირანის დედაქალაქ თეირანს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს სირიის სამმხრივ სამიტში.

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ერდოღანი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9:10 საათზე  კერძო თვითმფრინავ "CAN"-ით გაემგზავრა თეირანს, სადაც თავის ირანელ და რუს კოლეგებთან, ჰასან რუჰანისთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად სირიის ქალაქ იდლიბში შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ.

ამ მოგზაურობაში ერდოღანს თან ახლავენ ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი და საპრეზიდენტო კომუნიკაციის ხელმძღვანელი ფაჰრტტინ ალთუნი, იუწყება ერდოღანის პრეს სამსახური



მსგავსი ინფორმაციები