რიო დე ჟანეიროში ეროვნული მუზეუმი იწვის

იგი 20 მილიონზე მეტ კოლექციას შეიცავს

1041823
რიო დე ჟანეიროში ეროვნული მუზეუმი იწვის

 

ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ისტორიულ მუზეუმს, რიო დე ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმს ცეცხლი გაუჩნდა და
ხანძარსაწინააღმდეგო ეკიპაჟები ცეცხლის ჩაქრობას განაგრძობენ.

ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზები.

ეს მუზეუმი, რომელიც ადრე პორტუგალიის სამეფო ოჯახის სასახლეს წარმოადგენდა, 20 მილიონზე მეტ კოლექციას შეიცავს.

ბრაზილიის სახელმწიფო მეთაურმა მიშელ ტემერმა სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა: "ეს სამწუხარო დღეა ყველა ბრაზილიელისათვის, რამეთუ ჩვენი ისტორიის ღირებულება არ შეიძლება შეფასდეს შენობისათვის მატერიალური ზიანის მიყენებით".



მსგავსი ინფორმაციები