ჩავუშოღლუ ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა

მათ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს

1041014
ჩავუშოღლუ ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა

 

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროკავშირის მინისტერიალი მიმდინარეობს და მის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს პირისპირი შეხვედრა ჰქონდა თავის ჰოლანდიელ კოლეგა სტეპი ბლოკთან და მიიღეს შეთანხმება, რაც შეიძლება უმოკლეს დროში დანიშნონ ორივე ქვეყნის დედაქალაქებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

თურქმა დიპლომატმა სოციალური მედიით გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ორივე სახელმწიფომ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და ნორმალიზების გადაწყვეტილება მიიღეს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ელჩებს რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ, ხოლო ამის პარალელურად შევთანხმდით, რომ ბლოკი ანკარას ოფიციალური ვიზიტით ოქტომბერში ეწვიოს", აღნიშნავს ჩავუშოღლუ.

თურქეთ-ჰოლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2017 წლის აპრილში, ჰოლანდიის მხრიდან თურქეთის საოჯახო, შრომისა და სოციალური დახმარების მინისტრის გაძევების შემდეგ გაწყდა



მსგავსი ინფორმაციები