დიპლომატიური მცდელობები გრძელდება

თურქი ელჩი ჯონ ბოლტონს შეხვდა

1031882
დიპლომატიური მცდელობები გრძელდება

 

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვაშინგტონში სერდარ ქილიჯი, აშშ-ს თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  ჯონ ბოლტონს შეხვდა და საუბრის დროს თურქმა ელჩმა ფეტოს და პკკ-ას ტერ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი და ამის გამო დაკავებული ამერიკელი პასტორის, ბრანსონის ბრალდებებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი პროცესის მიმართ ანკარის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრეს სპიკერმა სარა სანდერსმა წერილობით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქი დიპლომატი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ბოლტონი შეეხნენ როგორც თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს, ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ამერიკელი მღვდლის საკითხსაც.

ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით როგორც ცნობილია ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გასულ კვირასაც შეხვედრა გაიმართა.

ამერიკა პასტორის განთავისუფლებას ითხოვს, რასაც არ თანხმდება ანკარა, რის საპასუხოდ ტრამპმა თურქეთის მიმართ სანქციები დააწესა, რამაც თურქული ეროვნული ვალუტის, ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები