თავდასხმები ქალთა სკოლებზე

ზოგიერთი სკოლა ცეცხლს მისცეს

1025247
თავდასხმები ქალთა სკოლებზე
pakistan kiz ogrenci.jpg

 

პაკისტანიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე გილგიტ ბალტისტანის პროვინციაში მოქმედ გოგონების 12 სკოლაზე ერთდროული თავდასხმები მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვიან ღამით, გილგიტ ბალტისტანის ოლქში შემავალ გილასის და დიამერის რაიონში მოქმედ ქალთა 12 სკოლაზე, ჯერ კიდევ დაუდგენელი პირების მხრიდან თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც დააზიანეს სკოლის შენობები, კედლები, ავეჯეული და ნივთ-საგნები, ზოგიერთი სკოლა ცეცხლს მისცეს, ხოლო ორ სკოლაში კი აფეთქებები მოხდა.

ხსენებულ რაიონებში განათლების ხარისხი ყველაზე დაბალია და გოგონების სკოლებს ხშირად ესხმიან თავს.

ასე რომ, გილასისა და დიამერის რაიონების ქალთა სკოლებზე ბოლო 10 წლის განმალობაში 1500-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა



მსგავსი ინფორმაციები