ჩავუშოღლუ ვიზიტით სინგაპურში იმყოფება

ჩავუშოღლუ ვიზიტით სინგაპურში იმყოფება

1024513
ჩავუშოღლუ ვიზიტით სინგაპურში იმყოფება
cavusoglu-zarif.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრს, ტარო კონოს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯევად ზარიფს შეხვდა.

ჩავუშოღლუ, სინგაპურში მიმდინარე სამხრე-აღმოსავლეთ აზიის ეროვნული ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

თურქმა მინისტრმა პირველი შეხვედრა მის იაპონელ კოლეგასთან გამართა. ჩავუშოღლუმ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებში, სინოპის ბირთვული სადგურის პროექტის და თურქეთ-იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის უმოკლეს დროში გახსნისათვის გადასადგმელი ნაბიჯები შეაფასა.

ჩავუშოღლუმ და მისმა იაპონელმა კოლეგამ ამასთანავე სირიისა და ერაყის თაოსნობით რეგიონალური საკითხები განიხილეს.

თურქმა მინიტრმა აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთ-იაპონიის თანამშრომლობაში ბევრ სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა. გვსურს ამ წინსვლის ორმხრივად უმაღლესი რანგის ვიზიტებით გაგრძელება. საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოსთან შეხვედრაზე ორმხრივი საკითხები და რეგიონალური მოვლენები განვიხილეთ.“

მოგვიანებით მევლუდ ჩავუშოღლუ ირანელ კოლეგას, ჯევად ზარიფსაც შეხვდა. დიპლომატიური წყაროს ცნობით, მინისტრებმა ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრეს.

ჩავუშოღლუ ასევე შეხვდა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრს რენტო მარსუდსა და ვიეტნამის ვიცეპრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პან ბინ მინ-ს.


საკვანძო სიტყვები: #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები