ხვალ ანკარას ამერიკელი გენერალი ეწვევა

იგი ინჯირლიკის ბაზასაც მოინახულებს

1022939
ხვალ ანკარას ამერიკელი გენერალი ეწვევა

 

აშშ-ს ევროპული ძალების სარდალი და ნატოს მოკავშირეთა ძალების ოპერაციების უმაღლესი სარდალი, არმიის გენერალი კურტის სკარაპოტტი ხვალ ანკარას ეწვევა და მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიაში, კონკრეტულად კი ჩრდილოეთ სირიაში, ე.ი. თურქეთის საზღვართან შექმნილი მდგომარეობა იქნება.

ამერიკელი სტუმარი ანკარიდან ადანას გადავა და ინჯირლიკის სამხედრო ბაზას მოინახულებს, სადაც ამერიკული სამხედრო ავიაციის ფლოტია განთავსებული.

სკარაპოტტის ბოლო შეხვედრა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალ ჰულუსი აქართან, რომელიც ამჟამად უკვე თავდაცვის მინისტრია, ჰქონდა 27 ივნისს და მაშინაც ძირითადად ჩრდილოეთ სირიის და მანბიჩის საკითხები განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები