ტრამპი პუტინის მიპატიჟებას ელოდება,

იგი მზადაა მოსკოვს ეწვიოს

1021345
ტრამპი პუტინის მიპატიჟებას ელოდება,

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ოფიციალურ მიწვევას მიიღებს, მაშინ, მზად არის ჩავიდეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.

ტრამპის ეს საპასუხო განცხადება მოჰყვა პუტინის განცხადებას, რომელიც მან გაავრცელა სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში, BRICS-ის წევრი ქვეყნების მორიგი სამიტის დასრულების შემდეგ და რომელშიც ამერიკელი კოლეგა მოსკოვში მიიპატიჟა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარაჰ სანდერსმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "პრეზიდენტი ტრამპი მოუთმენლად ელოდება მომავალ წელს ვაშინგტონში რუსი კოლეგის, პუტინის მასპინძლობას და მზადაა მოსკოვის მხრიდან მიწვევის შემთხვევაში თვითაც ესტუმროს რუსეთს".

პუტინის განცხადებით კი, იგი მზადაა მიიწვიოს ტრამპი და ჰელსინკში შეხვედრისას ამის შესახებ უთხრა კიდევაც.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ჯიმ მატისის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერების ერთმანეთთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი საკითხების მოგვარების თვალსაზრისით, რომლებშიც უთანხმოება აქვს ორივე მხარეს.

პენტაგონის შეფმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრას, მაგრამ, ამჟამად ასეთი გეგმა არ გააჩნია



მსგავსი ინფორმაციები