პომპეოსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ძირითადად სირიის საკითხი განიხილეს

1017565
პომპეოსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

 

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი მაიკ პომპეოსა და მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა ჰეტერ ნაუერტმა განაცხადა, რომ მაიკ პომპეომ და სერგეი ლავროვმა ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის სამხრეთ სირიაში შექმნილი დაძაბული სიტუაციაც და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის საკითხებიც. წერილში ნათქვამია, რომ პომპეომ და ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გასულ კვირას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩატარებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ და ამიტომ ეს საუბარი პრეზიდენტების საუბრის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ნაურეტმა ასევე აღნიშნა, რომ პომპეომ და ლავროვმა ისაუბრეს რუსეთში აშშ-ს დიპლომატიური ყოფნის თანაბარ და სამართლიან ხელმისაწვდომობაზე.



მსგავსი ინფორმაციები