აქტუალური თემის ანალიზი 29

თურქეთის ჰუმანიტარული დახმარებები და ლტოლვილთა პოლიტიკა

1017780
აქტუალური თემის ანალიზი 29

თურქეთის მხრიდან მსოფლიო ხალხებისადმი გაწეული ჰუმანიტარული დახმარებები და ლტოლვილთა პოლიტიკა, დღესდღეობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს და ამით დადებით მაგალითს აძლევს მთელი მსოფლიოს კაცობრიობას. მართლაცდა, თურქეთი, ერთის მხრივ  მსოფლიოში ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების გამწევი ქვეყანაა, ხოლო მეორეს მხრივ, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას მაგალითს აძლევს, თუ, როგორ ხდება ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და სოლიდარობა დაჩაგრულებისადმი და უმწეოებისადმი.  თურქეთის საგარეო პოლიტიკა, პირდაპირ ადამიანების დაფასებისადმი არის მიმართული, ე.ი. ადამიანის უფლებების დამცველი დასავლეთივით, მარტო სიტყვებით არ შემოიფარგლება და რეალურად აჩვენებს და ადასტურებს, თუ როგორ უნდა გაუწიოს დახმარება და მხარდაჭერა უმწეოდ დარჩენილებს. სწორედ ასეთი მიდგომის გამოა, რომ თურქეთი, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების აქეთ 3 მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილს ინახავს, თანაც თავისი სახსრებით და მათ უკვე 30 მილიარდზე მეტი თანხა დაახარჯა

გლობალური ჰუმანიტარული დახმარების 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, თურქეთი გასულ წელს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მართლაცდა, ანკარამ გასულ წელს თავისი ეროვნული შემოსავლის 0,85%-ი მოახმარა ჰუმანიტარულ დახმარებებს და ამით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით პირველ ადგილზე გავიდა. მას ამავე კრიტერიუმებით ლუქსემბურგი და ნორვეგია მოჰყვებიან 0.17 პროცენტით. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომლის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

ინგლისში მდებარე განვითარების ინიციატივის  ორგანიზაციის მონაცემებით, თურქეთმა გასულ წელს 8.07 მილიარდი დოლარი დახარჯა ჰუმანიტარული დახმარებებისათვის და  მსოფლიოში ყველაზე  მეტი ჰუმანიტარული დახმარების  გამწევი ქვეყანა გახდა, ხოლო მეორე ადგილზე,  6.68 მილიარდი დოლარით აშშ-ი გავიდა. აქ გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ამერიკის მხრიდან დახარჯული ეს თანხა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 0,04%-ია, რაც თურქეთზე გაცილებით ნაკლებია. მესამე ადგილზე 2,52 მილიარდი დოლარით გერმანია გავიდა.

თურქეთი რომ  ჰუმანიტარულ დახმარებაში ყველაზე მეწინავეა, ამას ხელი შეწყო ანკარის საგარეო პოლიტიკამ, რომელიც დიდ მნიშვნელობას აძლევს და აფასებს ჰუმანიტარულ ღირებულებებს და ეს ერთის მხრივ რელიგიური პრინციპებიდანაც გამომდინარეობს, რამეთუ, წმინდა ყურანი ყველა მორწმუნეს ავალებს უმწეობისადმი დახმარებას. ამ მხრივ, სიტყვით ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყნები, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ფუჭ და ტყუილ დაპირებებს იძლევიან, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ეს დაპირებები ავიწყდებათ, თუმცა, ბრტყელ-ბრტყელ ლაპარაკს ამ თემაზე განაგრძობენ. მათ საწინააღმდეგოდ ის თურქეთი, რომელსაც დასავლეთი ყოველ წუთს ადანაშაულებს ადამიანის უფლებების დაცვაში, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს და დაპირებებს არ იძლევა, პირდაპირ უჩენს ჰუმანიტარულ დახმარებას ყველა გაჭირვებულს და ცუდ მდგომარეობაში მყოფს  

თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას ასევე ლტოლვილთა რაოდენობითაც. დღესდღეობით აქ 3,5 მილიონი სირიელი ლტოლვილია და ანკარა მათი შენახვისა და ბინადრობის პრობლემების მოგვარების მიზნითაც დიდ

 

მცდელობებს იჩენს და მის ფარგლებში ლტოლვილებისთვისაც არ იშურებს ჰუმანიტარულ დახმარებებს

ეს ხდება მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში იზრდება რასიზმი და მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ როგორ არ მიიღო სირიელი ლტოლვილები და ამით, ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყნების ორმაგი სტანდარტით თამაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. აი ამის შემხედვარე თურქეთი ამაყობს კიდეც, რომ მილიონობით სამშობლოს მოწყვეტილს დახმარებებს უჩენს. აქ არ დაგვავიწყდეს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მიღებული რასისტული დადგენილებებიც, რომლებითაც ვიზის მქონე მუსლიმანებსაც კი უარი ეთქვათ ამერიკაში შესვლაზე. ასე რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არის არა ლტოლვილთა კრიზისი, არამედ რასიზმისა და ქსენოფობიის კრიზისი 

დიახ, 550 მილიონი მოსახლეობის მქონე ევროკავშირი, თურქეთში მყოფი ლტოლვილთა რაოდენობის მხოლოდ ერთ მესამედს ინახავს და ამანაც კი ისეთი კრიზისი წარმოშვა, ლამის დაშლამდე მივიდა ეს ორგანიზაცია. ამით ისარგებლეს მემარჯვენე რადიკალისტებმა და ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში არჩევნებში გაიმარჯვეს კიდეც და ხელისუფლებებშიც მოვიდნენ

მოკლედ, თურქეთი ევროკავშირში მყოფ ლტოლვილთა რაოდენობაზე სამჯერ მეტ სირიელს იფარავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ლტოლვილთა კრიზისის პირისპირ არასოდეს დამდგარა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ერდოღანს, წერს თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომელი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები