იტალიაში რენუარის და რუბენსის ნახატები იპოვეს

ეს სურათები გასულ წელს მოიპარეს

1016739
იტალიაში რენუარის და რუბენსის ნახატები იპოვეს

 

იტალიის ჟანდარმერიამ, გასულ წელს მოპარული ფრანგი მხატვრის პიერ აუგუსტ რენუარისა და ფლამანდიელი მხატვრის პეტერ პოლ რუბენსის ორი ნამუშევარი იგდო ხელთ.


ჟანდარმერიის განცხადებით, ხსენებული ნახატები ქალაქ ტორინოს ერთ ერთ დეპოში აღმოაჩინეს და ორივე ნამუშევარი საზოგადოებას ლომბარდიის ქალაქ მონზაში აჩვენეს.


ინსპექტორები აცხადებდნენ, რომ ნახატები გასულ წელს ორმა ხელოვნებათმცოდნემ, 26 მილიონი ევროს ყალბი კონტრაქტის გაფორმების დროს მოიპარა და მას შემდეგ 8 ეჭვმიტანილი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები