მაკრონმა კატარის ემირი მიიღო

განიხილეს აქტუალური საკითხები

1007769
მაკრონმა კატარის ემირი მიიღო

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კატარისა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის კრიზისი მოაგვაროს.

მაკრონმა და კატარის ემირმა, შეიხ თემის ბინ ჰამედ ალ სანიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში, ელისეში. მაკრონმა კმაყოფილება გამოთქვა და მადლობა გადაუხადა კატარს, საფრანგეთში დიდი ინვესტიციების ჩადების გამო და ხაზი გაუსვა, რომ მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება-გაღრმავებას.

მანვე მხარი დაუჭირა ქუვეითის ემირის შუამავლობას რეგიონში კრიზისის დასაძლევად.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი კმაყოფილები არიან კატარის მხრიდან ტერორისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მიმართ.

კატარის ემირმა, შეიხ თემმა განაცხადა, რომ განიხილეს ასევე სირიის, რეგიონულ კონფლიქტების, ისრაელისა და პალესტინის საკითხებიც.

მანვე დადებითი შეფასება მისცა საფრანგეთ-კატარის ურთიერთობებს



მსგავსი ინფორმაციები