ევროკავშირი მაკედონიას და ალბანეთს გაიწევრიანებს

მათთან მოლაპარაკებებს 1 წლის შემდეგ დაიწყებს

1000614
ევროკავშირი მაკედონიას და ალბანეთს გაიწევრიანებს

 

ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ მაკედონიასთან და ალბანეთთან სრული გაწევრიანების საკითხში მოლაპარაკებები დაიწყოს და ეს მოლაპარაკებები 2019 წლის ივნისში დაიწყება.

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს მორიგ შეკრებას ლუქსემბურგმა უმასპინძლა და მასზე 6 ქვეყნის, მათ შორის თურქეთის, მაკედონიის და ალბანეთის სრული გაწევრიანების პროცესში წინსვლის შემფასებელი ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს და გამოაქვეყნეს.

ამ დეკლარაციაში წერია, რომ ევროკავშირის საბჭო კმაყოფილია მაკედონიისა და ალბანეთის მიერ სრული გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესით და ამიტომ 2019 წლის ივნისში მოლაპარაკებების დაწყების დადგენილება გამოიტანეს



მსგავსი ინფორმაციები