ხვალ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია
პირველი ინფორმაციები 21:00 საათზე იქნება ცნობილი
ხვალ თურქეთში ერთდროულად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ცესკოს განცხადებით რეგისტრირებულია 56 მილიონზე მეტი ამომრჩეველი და საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნება რა, საღამოს 17:00 საათზე დაიხურება.
მწოლიარე ავადმყოფებისათვის, რომელთა რაოდენობა 17258 კაცით დაფიქსირდა, პირველად გამოიყენება მობილური ურნები.
თურქეთი პირველად მიდის საპრეზიდენტო სისტემის არჩევნებზე და 6 კანდიდატიდან ვინც 50+1 ხმას მიიღებს, ის გამოცხადდება გამარჯვებულად.
თუ რომელიმე კანდიდატი ამ ციფრს ვერ მიაღწევს, მაშინ, ყველაზე მეტი ხმის მომგროვებელი 2 კანდიდატი მეორე ტურში გავა, რომელიც 8 ივლისს გაიმართება.
ცესკო პირველი ინფორმაციების მიწოდების ნებართვას 21:00 საათის შემდეგ ნებას დართავს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 21:00 საათამდეც ნება დართოს
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს
თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს