ამერიკელი და თურქი სამხედროები მანბიჩში ითანამშრომლებენ

ისინი ერთობლივად იპატრულებენ

990977
ამერიკელი და თურქი სამხედროები მანბიჩში ითანამშრომლებენ

 

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები მზად არიან სირიის ქალაქ მანბიჩში თურქ სამხედროებთან აქტიური თანამშრომლობისათვის.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პრეს კონფერენცია გამართა პენტაგონში და უპასუხა რა ჟურნალისტების კითხვებს მანბიჯთან დაკავშირებით, თქვა, რომ ამ საკითხის დეტალურად განხილვის მიზნით, გერმანიის ქალაქ შტუტგარტის ევროპულ შტაბში  შეხვედრა გაიმართება თურქ და ამერიკელ სამხედრო დელეგაციებს შორის რა, სწორედ მასზე დაადგენენ ამ თანამშრომლობის საგზაო რუკასაც და მისი აღსრულების გრაფიკსაც.

"ჩვენ მზად ვართ ამ თანამშრომლობისათვის ფრონტის წინა ხაზზე და ამით ჩვენი პოზიციაც იქნება ცნობილი, თუ ვის გვერდზე ვდგავართ", - აღნიშნა მატისმა.

მისივე თქმით, თურქი და ამერიკელი სამხედროები ჯერ საზღვრის ორივე მხარეს დაიწყებენ პატრულირებას, შემდეგ კი მანბიჩშიც ერთობლივ პატრულირებას შეუდგებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.



მსგავსი ინფორმაციები