ტრამპი კიმთან შეხვედრისათვის ემზადება

პომპეის თქმით ფხენიანს ბირთვული განიარაღება სურს

988645
ტრამპი კიმთან შეხვედრისათვის ემზადება

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას სურს ბირთვული იარაღისგან გაწმენდა.

12 ივნისს სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ-უნის შეხვედრასთან დაკავშირებით პომპეიმ თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ "აშშ და ჩრდილოეთ კორეა დაგეგმილი ამ შეხვედრის შესახებ უშუალოდ თვით აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ჩანს, რომ ჩრდილოეთ კორეას ნამდვილად სურს ბირთვული განიარაღება, ამიტომაც ტრამპი სინგაპურში დაგეგმილი ამ შეხვედრისათვის იმედიანი განწყობით ჩავა, თუმცა, სიფრთხილესაც არ დაკარგავს, რადგან, აქამდე ამერიკისათვის მრავალი უსარგებლო შეთანხმება დაიდო".

ტრამპმა კი, იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, მაშინ, შეიძლება კიმი თეთრ სახლში მიიწვიოს



მსგავსი ინფორმაციები