იუნუს ემრეს ინსტიტუტმა პალესტინელ სტუდენტებს იფთარზე უმასპინძლა
იუნუს ემრეს ინსტიტუტმა პალესტინელ სტუდენტებს იფთარზე უმასპინძლა
987397

ისრაელის მხრიდან ოკუპირებულ და ბლოკადაში მოქცეულ იორდანეს დასავლეთ ნაწილში და ღაზის სექტორში იერუსალიმის იუნუს ემრეს ინსტიტუტმა თურქეთში კურსდამთავრებულ პალესტინელ სტუდენტებს იფთრარზე (რამაზანის ვახშამი) უმასპინძლა. ქალაქ რამალაში გამართულ იფთარს იერუსალიმში თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები, პალესტინის კომუნიკაციების მინისტრი, ალლამ მუსა, იერუსალიმის იუნუს ემრეს ინსტიტუტის დირექტორი ფურკან ოზდემირი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამაზე სიტყვით გამოსულმა ფურკან ოზდემირმა განაცხადა, რომ თურქეთში კურსდამთავრებულ დაახლოებით 500 პალესტინელთან ერთად იორდანეს დასავლეთ ნაწილში და ღაზის სექტორში იფთრის ღონისძიების ჩატარების გამო ბედნიერები არიან. მისივე თქმით იგი ამ რეგიონში საქმიანობით ძალიან კმაყოფილია.