პაპა ფრანცისკეს განცხადება ისლამის და ტერორიზმის შესახებ

პაპა ფრანცისკეს განცხადება ისლამის და ტერორიზმის შესახებ

978334
პაპა ფრანცისკეს განცხადება ისლამის და ტერორიზმის შესახებ

კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი პაპა ფრანცისკე აცხადებს, რომ ისლამის ტერორიზმთან გაიგიავება ყოვლად დაუშვებელია. იტალიის  ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო,  ANSA იტყობინება, რომ პაპა ფრანცისკემ ადგილობრივ გაზეთ, L'Eco di Bergamo-ს ინტერვიუ მისცა  რა დროსაც მან აღნიშნა, რომ ადამიანების გაერთიანების თვალსაზრისით რელიგია მნიშვნელოვანი საშუალებაა. მან ინტერვიუს დროს ზოგიერთი წრეების მხრიდან ისლამის და ტერორის გაიგიავების საკითხსაც შეეხო და დაამატა: „ზოგიერთი წრეები ისლამის ტერორიზმთან გაიგიავებას ცდილობს მაგრამ ეს სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება და ყოვლად დაუშვებელია“.



მსგავსი ინფორმაციები