Forbes-მა "2018 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანების" სია გამოაქვეყნა

პირველ ათეულს ჩინეთის პრეზიდენტი ლიდერობს

967530
Forbes-მა "2018 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანების" სია გამოაქვეყნა

 

ამერიკულმა ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა "2018 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანების" სია გამოაქვეყნა და მასში პირველი ადგილი მიაკუთვნა ჩინეთის პრეზიდენტ ში ძიანპინგს. ამით მან ლიდერობის ტახტიდან ჩამოაგდო რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი, რომელიც ზედიზედ 4 წელი მეთაურობდა ამ სიას და 2018 წლის სიაში მეორე ადგილს იკავებს, მესამეზე კი დონალდ ტრამპია. Forbes-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ სიის შედგენაში 75-კაციანი ჯგუფი მუშაობდა და მის მომზადებისას მთავარი კრიტერიუმი იყო, თუ ლიდერები რამდენად ეფექტურად იყენებდნენ ადამიანებზე ზეგავლენას, მათ ხელში არსებულ ძალაუფლებას და ფინანსურ რესურსებს. მოკლედ, Forbes-ის წლევანდელი სიაში პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1- ჩინეთის პრეზიდენტი ში ძიანპინგი

2- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

3- აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

4- გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

5- Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი

6- კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი პაპი ფრანცისკა

7- Microsoft- ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი

8- საუდის არაბეთის პრინცი მუჰამმედ ბინ სალმანი

9 - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი

10-Google-ს დამფუძნებლებიდან ლარი პაგე



მსგავსი ინფორმაციები