გუტიერესიც მხარს უჭერს ირანთან ხელმოწერილ შეთანხმებას

“ეს გარიგება დიპლომატიური წარმატება იყო“

966405
გუტიერესიც მხარს უჭერს ირანთან ხელმოწერილ შეთანხმებას

 

გაეროს გენერალური მდივნის პრეს სპიკერმა სტეფანე დუჟარიჯმა ყოველდღიურ ბრიფინგზე უპასუხა რა ირან-დასავლეთს შორის დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, განაცხადა, რომ ანტონიო გუტიერესი მხარს უჭერს 2015 წელს ირანთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას, რადგან,  ამ გარიგებამ წვლილი შეიტანა რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

"გენერალური მდივანი (ანტონიო გუტერესი) მტკიცედ უჭერს მხარს ირანთან ხელმოწერილ ბირთვულ გარიგებას, რასაც იგი მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებად მიიჩნევს, თუმცა ამასთან იგი მასში დამატებების და ცვლილებების შეტანაზეც უარს არ ამბობს“, აღნიშნა დუჟარიჯმა



მსგავსი ინფორმაციები