თურქეთმა მკაცრად დაგმო სარკოზის და 300 ფრანგი მწერლის და პოლიტიკოსის ყურანის შესახებ შემოთავაზება
თურქეთმა მკაცრად დაგმო სარკოზის და 300 ფრანგი მწერლის და პოლიტიკოსის ყურანთან დაკავშირებით შემოთავაზება

თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში, ომერ ჩელიქმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის და 300 ფრანგი მწერლის და პოლიტიკოსის შემოთავაზები იმის თაობაზე, რომ თითქოს და წმ. ყურანის აიეთები „ძალადობას და ანტისემიტიზმ“-ს მოიცავს რა, მათი ამოღებაა აუცილებელი, მკაცრად დაგმო. „კაცობრიობისთვის გარდმოვლენილ წმ. წიგნ, ყურანის წინააღმდეგ გამოსვლა იმ მიზეზით, რომ თითქოს და იგი „ძალადობას და ანტისემიტიზმ“-ს ქადაგებს, იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის. ეს არის ინტელექტუალური ძალადობის და ბარბაროსობის ყველაზე ნათელი მაგალითი. ეს ადამიანები ვინც არ უნდა იყვნენ, ისტორია მათ ერთგვარ ფანატიკოსებად ჩაიწერს. ბარბაროსობა, თანამედროვე მსოფლიოში ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ატრიბუტებს შორისაა. აღნიშნული პირების ბარბაროსული და ამორალური მოწოდება, ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის იდეოლოგიის მსგავსია“, განაცხადა ომერ ჩელიქმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.