წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში არ გაიცემა

2018 და 2019 წლის ლაურეატები მომავალ წელს ერთად გამოცხადდებიან

964451
წელს  ნობელის პრემია ლიტერატურაში არ გაიცემა

 

წელს  ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა. 


შვედეთის აკადემიამ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს, ნობელის პრემიას ანიჭებს, განაცხადა, რომ სექსუალური შეურაცხყოფისა და ინფორმაციის გაჟონვის გამო, წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გაცემა გადადეს.

აკადემიამ განაცხადა, რომ აპრილის თვეში მასმედიაში აისახა სექსუალური შეურაცხყოფის ამსახველი ინფორმაციები, რომლებშიც ამ აკადემიის მეცნიერთა და მათი ოჯახის წევრების სახელებიც დაფიქსირდა, რის გამოც აკადემიის მიმართ საზოგადოებაში ნდობა გამო შემცირდა და სწორედ ამის გამო მიიღეს ეს რადიკალური გადაწყვეტილება.

ამავე განცხადებით 2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში  2019 წლის ჯილდოს გამარჯვებულთან ერთად გამოცხადდება



მსგავსი ინფორმაციები