აქარი ტელეფონით დაუკავშირდა დანფორდს

განიხილეს აქტუალური საკითხები

960225
აქარი ტელეფონით დაუკავშირდა დანფორდს

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან გავრცელებული განცხადებით, გენშტაბის უფროსი, არმიის  გენერალი ჰულუსი აქარი ტელეფონით დაუკავშირდა თავის ამერიკელ კოლეგა, არმიის გენერალ ჯოზეფ დანფორდს და განიხილეს როგორც რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ასევე მის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოების პერსპექტივები.

აშშ-ის გენშტაბის პრეს სპიკერმა,  პოლკოვნიკმა პატრიკ რიდერმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დანფორდმა და აქარმა ორმხრივი ურთიერთობების, სირიისა და საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის შესახებ ისაუბრეს.

ამავე განცხადებით, დანფორდი და აქარი, როგორც ნატოს მოკავშირე ორი ქვეყნის სარდლები, ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ასეთ შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ



მსგავსი ინფორმაციები