სტოლტენბერგის შემდეგ ანკარას მისტურა ეწვია

თურქ მაღალჩინოსნებთან იგი სირიის საკითხს განიხილავს

954155
სტოლტენბერგის შემდეგ ანკარას მისტურა ეწვია

 

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტის შემდეგ, ანკარა კიდევ ერთ უცხოელ მაღალჩინოსანს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს სირიაში სტეფან დე მისტურას მასპინძლობს. მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი თურქეთის მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან რა, განხილვის მთავარი საგანი სირიაში მიმდინარე ბოლო მოვლენები იქნება. თურქეთში დასრულებული შეხვედრების შემდეგ მისტურა ანკარიდან ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი თეირანს ეწვევა. საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვი მისტურას პარასკევს მიიღებს



მსგავსი ინფორმაციები