რუსეთის მეფის გვირგვინიანი პრეზიდენტი

ასეთი პუტინი იქნება გამოხატული ტაიმსის ბოლო ნომერში

937948
რუსეთის მეფის გვირგვინიანი პრეზიდენტი

 

ვლადიმერ პუტინი, რომელიც ამ თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხე ვადით იქნა არჩეული ქვეყნის პირველ პირად, აშშ-ში გამომავალმა და მეტად პოპულარულმა ჟურნალმა Time-მა თავის გარეკანზე იგი გამოსახა თავზე რუსეთის მეფის  გვირგვინით.

ჟურნალის ეს ბოლო ნომერი 2 აპრილს გამოვა და პუტინის მეოთხედ გამარჯვებისადმი მიძღვნილი სტატიის სახელწოდება იქნება “აღმავალი მეფე“.

ჟურნალ Time-ს  4 ვერსია გააჩნია, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, ამერიკისა და წყნარი ოკეანიის რეგიონებისთვის და პუტინის გვირგვინიანი გამოსახულება ამერიკის გარდა, ყველა დანარჩენი რეგიონის ჟურნალში იქნება.

18 მარტს ჩატარებულ არჩევნებში პუტინმა ხმების 76,69%-ი მიიღო, ე.ი. მას ხმა მისცა 56 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა და 2024 წლამდე დარჩება რა პრეზიდენტის სავარძელში, ამით იგი, რუსეთის სახელმწიფო ლიდერებს შორის სტალინის შემდეგ  ყველაზე გრძელვადიანი ლიდერი გახდება

 



მსგავსი ინფორმაციები