ტრამპმა ნოვრუზ ბაირამის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

მასში ირანის პოლიტიკა გააკრიტიკა

933423
ტრამპმა ნოვრუზ ბაირამის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გაზაფხულის მახარობელ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ირანის პოლიტიკა.

“გაზაფხულის მოსვლას მილიონობით ადამიანი ზეიმობს მთელს მსოფლიოში და მინდა ყველას მივულოცო ეს დღესასწაული. ნოვრუზი სათავეს ირანელი ხალხისაგან იღებს, მაგრამ,  დღეს, სამწუხაროდ ისინი გამოწვევის პირისპირ იმყოფებიან, რადგან, ამ ქვეყნის ხელისუფლება არა ხალხს, არამედ საკუთარ თავს ემსახურება. 2500 წლის წინ სპარსეთის მეფე დარიუსმა ღმერთისგან მისი სამი სურვილის აღსრულება მოითხოვა და ესენია: მტრის ჯარებისგან, გვალვისგან და ტყუილისგან დაცვა. დღეს, ირანის რევოლუციური გვარდიის ჯარი  ამ სამივე სურვილის წინააღმდეგ გამოდის", ხაზგასმულია ტრამპის მილოცვაში.

გაზაფხულის მახარობელი ნოვრუზ ბაირამი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში 21 მარტს სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებით აღნიშნება (ნოვრუზ ბაირამი  რელიგიური დღესასწაული არ არის).



მსგავსი ინფორმაციები