ოსკარის გაქურდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

რესტორნის ოფიციანტმა მაკდორმანის ოსკარის გატაცება სცადა

923930
ოსკარის გაქურდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

 

აშშ-ს ქალაქ ლოს ანჟელესიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ რესტორანში გამართულ წვეულებაზე, ამ რესტორნის ოფიციანტმა ტერრი ბრაინტმა, ჯერ “ყველაზე საუკეთესო ქალი მსახიობის“ ოსკარის მფლობელ ფრანცის მაკდორმანთან ვიდეო გადაიღო, შემდეგ კი ოსკარის ქანდაკებასთან ერთად რესტორნიდან გასვლა სცადა, მაგრამ, ეს შენიშნა ერთმა ფოტოგრაფმა და ამის შესახებ დაცვას შეატყობინა.

ამ უკანასკნელებმა ეჭვმიტანილი დააკავეს რა, ქანდაკება კი თავის პატრონს, ფრანცის მაკდორმანს დაუბრუნეს. ასე აღიკვეთა ოსკარის გაქურდვის მცდელობა.

ოსკარის ქანდაკება 1950 წლიდან მოყოლებული შავი მარმარილოსგან კეთდება, იგი 34 სმ სიმაღლისაა 3,800 გრამს იწონის და 24 კარატის ოქროთია მოვარაყებული. მართალია მისი ნამდვილი ღირებულება მხოლოდ 330 დოლარია, მაგრამ, მსახიობებისათვის მას უდიდესი სულიერი მნიშვნელობა გააჩნია   



მსგავსი ინფორმაციები