თურქული სერიალის მსახიობები აშშ-ში „საუკეთესო ეკრანულ წყვილად“ დაასახელეს
თურქულ სერიალში „Vatanım Sensin“ ჰილალისა და ლეონის როლების შემსრულებლები აშშ-ში „საუკეთესო ეკრანულ წყვილად“ დასახელდა
თურქულ სერიალში „Vatanım Sensin“ (ჩემი სამშობლო შენ ხარ) ჰილალისა და ლეონის როლების შემსრულებლები მირაი დანერი და ბორან ქუზუმი აშშ-ში „საუკეთესო ეკრანულ წყვილად“ დასახელდა.
ამერიკული სატელევიზიო არხის E! Entertainment-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით სერიალის „Vatanım Sensin“ ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი ჰილალი და ლეონი 64 წყვილიდან ფინალში მოხვდა.
არხის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ჰილალმა და ლეონმა კონკურენტებს დიდი სხვაობით მოუგეს და ისინი „საუკეთესო ეკრანულ წყვილად“ დასახელდნენ.
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა