პაპა ფრანცისკემ სირიისთვის ილოცა

პაპა ფრანცისკემ სირიისთვის ილოცა

918640
პაპა ფრანცისკემ  სირიისთვის ილოცა

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა  პაპა ფრანცისკემ სირიისთვის ილოცა და „არაადამიანური ძალადობის“ დასრულების მოწოდება გააკეთა.  ვატიკანში,  წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსულმა, ფრანცისკემ სირიაში ბოლო დროს გახშირებული შეტაკებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „სირიაში მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მომხდარი შეტაკებები ,შვიდი წლის სამოქალაქო ომის ყველაზე მაშტაბური გახლავთ. იქ რაც ხდება, არაადამიანური ძალადობაა. მოვუწოდებ ყველას დაუყონებლივ შეწყდეს შეტაკებები და რეგიონში  ჰუმანიტარული დახმარებების შესვლას მიეცეს საშუალება რა, ასევე  მძიმე ავადმყოფების და დაჭრილების ევაკუაციაც მოხდეს.“ პაპა ფრანცისკემ შემდეგ ათასობით მორწმუნესთან ერთად სირიისათვის ილოცა.  



მსგავსი ინფორმაციები