პალესტინის პრემიერი ისრაელის მაღალჩინოსნებს შეხვდა
განიხილეს საკამათო ფინანსური საკითხები
პალესტინის მთავრობის პრეს სამსახურმა წერილობით განცხადება გაავრცელა, რომელის მიხედვითაც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი რამი ელ ჰამდალლაჰი ისრაელის ფინანსთა მინისტრ მოშე კაჰლონს და პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ოპერაციების კოორდინატორ იოავ მორდაჩაის შეხვდა.
ეს არის მხარეების პირველი მაღალ რანგიანი შეხვედრა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
შეხვედრაზე დასავლეთ იორდანიასა და იერუსალიმში ათასობით ებრაული სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილებების საკითხი და ისრაელის მხრიდან საბაჟო პუნქტებში შეგროვებული და პალესტინის ხაზინისათვის გადასარიცხი საგადასახადო მოგების შეზღუდვების შემცველი ახალი კანონ პროექტი განიხილეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიდგორ ლიებერმანმა გასულ თვეში Facebook-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ დაამტკიცეს კანონ პროექტი, რომელიც პალესტინელებისათვის წლიურად გადასაცემ 300 მილიონი დოლარის საგადასახადო მოგების და კიდევ, საბაჟო პუნქტებიდან შეკრებილი და პალესტინის ხაზინაში გადასარიცხი წლიური ორი მილიარდი დოლარის შეკვეცას ითვალისწინებს.
პალესტინის მთავრობამ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში შეეწინააღმდეგა ამ კანონ პროექტს და ხაზი გაუსვა, რომ იგი ორი სახელმწიფოებრიობის საფუძველზე შესაქმნელ სამშვიდობო პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ამიტომ მისი უკან გატანა მოითხოვა