სულთან აბდულჰამიდის გარდაცვალებიდან 100 წლისთავი აღინიშნა
აბდულჰამიდი: "ერთიანობა და სოლიდარობა ყველაზე დიდი ძალაა"
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ზე გაშუქებული სერიალის, „სატახტო ქალაქი - აბდულჰამიდი“ აუცილებელია სხვადასხვა ენებზე გადაითარგმნოს და მისი ექსპორტი განხორციელდეს. მან ამის შესახებ სტამბოლში გამართულ ღონისძიება სახელწოდებით, „გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე სულთან აბდულჰამიდის გაგება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე დასძინა, რომ თურქეთის ისტორიით ამაყობს რა, წარსულის შესწავლა აუცილებელია რათა მომავალი უკეთესი ჰქონდეთ. ერდოღანმა აბდულჰამიდ მეორე დიადი ხედვის და სტრატეგიის მქონე პიროვნებად შეაფასა და აღნიშნა: „აბდულჰამიდის გამონათქვამი „ერთიანობა და სოლიდარობა ყველაზე დიდი ძალაა“ დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მმართველობის მთავარი ლოზუნგი და მისიაა.“ მან ბოლოს, TRT-საც სერიალ, „სატახტო ქალაქი - აბდულჰამიდი“-ს გაშუქების გამო, რომელიც მოგვითხრობს ოსმალეთის იმპერიის სულთან აბდულჰამიდ მეორის შესახებ, მადლობა გადაუხადა.
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა