ფხენიანი და სეული ახლოვდებიან!?

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია

907792
ფხენიანი და სეული ახლოვდებიან!?

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ იონგ-უნმა  სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოონ ჯე ინი ფხენიანში მიიწვია.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადისთვის სეულში ჩასული ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და, კიმ იო-ჯონგი სამხრეთ კორეის ლიდერმა მოონმა საპრეზიდენტო სასახლეში მიიღო.

ამ პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოონის პრეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიწვევა მისმა დამ სამხრეთ კორეის ლიდერს გადასცა და ამ უკანასკნელმა გასცა მითითება, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შემოთავაზებული მიწვევის წინადადება და შეხვედრის პირობები დეტალურად გამოიკვლიონ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და დაესწრო სეულში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას.

მასზე სიტყვით გამოსულმა სამხრეთ კორეის ლიდერმა მოონმა გამოთქვა რწმენა, რომ ორი კორეის დაახლოება ხელს შეუწყობს მომავალში დიალოგისა და მშვიდობის დამყარებას



მსგავსი ინფორმაციები