უზუნგოლს გასულ წელს 697 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია

უზუნგოლს გასულ წელს 697 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია

900156
უზუნგოლს გასულ წელს 697 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია

ტრაპზონის, ჩაიქარას რაიონში მდებარე უზუნგოლს გასულ წელს 697 ათას  132 ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ეწვია. ჩაიქარას მერის,  ჰანეფი თოქის განცხადებით, უზუნგოლს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს და მათგან უმეტესი, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არიან.  მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს  სემესტრის არდადეგებიდან გამომდინარე საკმაოდ დატვირთული პერიოდი აქვთ. მერმა ასევე დასძინა, რომ უზუნგოლი სპეციალური დღეებისთვისაც ძალზედ მიმზიდველი  ადგილია, რომელსაც საზაფხულო ტურიზმთან ერთად ზამთრის კურორტის პოტენციალიც გააჩნია და ამისათვის შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.



მსგავსი ინფორმაციები