ქალინი მაკმასტერს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს აფრინის ოპერაცია და სირიის მომავლის საკითხები

898202
ქალინი მაკმასტერს ტელეფონით ესაუბრა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი წუხელ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჰერბერტ რაიმონ მაკმასტერს ტელეფონით ესაუბრა.
შეხვედრის დროს, თურქეთის მხრიდან სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მშვიდობის დამყარების მიზნით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ტერ ორგანიზაციების  PYD / YPG, PKK-ს და DEAŞ-ის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე და სირიის გარდამავალი პერიოდის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბრის დროს ხაზი გაესვა, რომ PYD / YPG-ს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს სამხედრო იარაღები და ამასთან, სხვა დახმარებებიც არ უნდა გაეწიოს, რითაც მხედველობაში იქნება მიღებული თურქეთის წუხილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ქალინი და მაკმასტერი შეთანხმდნენ, რომ ყველანაირი გაუგებრობების თავიდან აცილებისა და ახლო კოორდინაციის მიზნით ერთმანეთთან ხშირი კონტაქტები დაამყარონ



მსგავსი ინფორმაციები