პუტინი ისლამის რელიგიის შესწავლის მომხრეა

რუსეთში 20 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობ

897097
პუტინი ისლამის რელიგიის შესწავლის მომხრეა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისლამი და მუსლიმანობა,  რუსული კულტურის განუყოფელი ნაწილია. პუტინმა,  თათრეთის დედაქალაქ ყაზანში, რუსეთის ისლამის მცოდნეებთან შეხვედრა გამართა. მან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთში ისლამური თეოლოგიის ხელახლა აღორძინება მნიშვნელოვანია. „ისლამური თეოლოგიის განათლებას, ყოველთვის ჰქონდა ღრმა და შესანიშნავი ისტორია. 1917 წლის რევოლუციამდე რუსი მუსლიმანი თეოლოგები, მსოფლიოს ყველა კუთხეში დიდი პატივით მოიხსენებოდნენ და მათ მსოფმხედველობას დიდი ყურადღება ეთმობოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი ეს სიმდიდრე დაიკარგა. ჩვენი მთავრობა რუსეთში, ისლამის რელიგიის შესასწავლად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ვინაიდან ისლამი და მუსლიმანები ჩვენი მრავალრიცხოვანი ქვეყნის განუყოფელი ნაწილნი არიან,“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთში მოსახლეობის დაახლოებით 15%-ი, ანუ 20 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს.



მსგავსი ინფორმაციები