შაკირა შეიძლება დააპატიმრონ!?

ესპანეთი მას გადასახადების გადაუხდელობაში სდებს ბრალს

895306
შაკირა შეიძლება დააპატიმრონ!?

 

კატალონიის გაზეთ ლა ვანგარდიას განცხადებით, ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა განაცხადა, რომ შაკირა 2011-2014 წლებში ესპანეთში ცხოვრობდა და ამიტომ უნდა დაინტერესდნენ მომღერლის ფინანსური რეესტრით და თუ გამოავლენენ გადასახადებისადმი თავის არიდების ფაქტებს, მაშინ იგი შეიძლება დაპატიმრებულ იქნას.

ამავე განცხადებით, შაკირას ესპანეთში ცხოვრების პერიოდში გადასახადი უნდა გადაეხადა არა მხოლოდ ამ ქვეყანაში ჩატარებული კონცერტების შემოსავლის, არამედ მთელს მსოფლიოში მიღებული შემოსავლისგანაც.  

კატალონიური გაზეთი ასევე წერს, რომ ესპანელი პროკურორები თუ შაკირასთან კონსენსუსს მიაღწევენ, მაშინ, შეიძლება მას მხოლოდ “რამდენიმე ათეული“ მილიონი ევრო  გადაახდევინონ და აღარ დააპატიმრონ.

40 წლის მსოფლიოს ვარსკვლავი კი აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულებებს იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებს და ესპანეთის საგადასახადო შეიძლება რაღაცაში ცდებოდეს



მსგავსი ინფორმაციები