ჰოლანდიის დახმარება პალესტინელებს

სასწრაფოდ მოახდენენ პალესტინელებისთვის 13 მილიონი ევროს დახმარების მიწოდებას

891866
ჰოლანდიის დახმარება პალესტინელებს

ჰოლანდიის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სიგრიდ კააგის წერილობითი განცხადებით,  აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ შეზღუდავს პალესტინისთვის დახმარებას, გაერომ აღუთქვა პალესტინის ლტოლვილთა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციას (UNRWA) 13 მილიონი ევროს დახმარებას. იმის გათვალისწინებით, რომ პალესტინის ლტოლვილთა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია  (UNRWA) ამჟამად დიდ ფინანსურ გაჭირვებას განიცდის, სასწრაფოდ მოახდენენ 13 მილიონი ევროს დახმარების მიწოდებას. კააგის განცხადებით, გაერო აცხადებს, რომ UNRWA-ა ამჟამად ისტორიის ყველაზე მძიმე ფინანსურ კრიზისს უპირისპირდება. ადამიანები, განსაკუთრებით კი, ბავშვები არიან საფრთხის ქვეშ. გარდა ამისა, რეგიონის სტაბილურობა კიდევ უფრო ზეწოლის ქვეშ მოქცევის პირისპირაა. არ შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული UNRWA-ს როლი და მნიშვნელობა.

როგორც გახსოვთ აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ჰეინერ ნავერტმა 15 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ  UNRWA-სთვის მისაცემი 125 მილიონი დოლარი დახმარების 65 მილიონის მიცემა ხელახლა გადახედვის მიზნით, შეაჩერეს.

პალესტინის სტატისტიკური ცენტრის მონაცემებით, UNRWA-ში რეგისტრირებული 5,9 მილიონი პალესტინელი ლტოლვილიდან 2,1 მილიონი იორდანიაში, მილიონ 445.000 კი, ღაზაში ცხოვრობს. მას რიგით მიჰყვება დასავლეთ სანაპირო, სირია და ლიბანი.



მსგავსი ინფორმაციები