რუსეთიდან საახალწლო მილოცვის მესიჯი თურქეთს

საველიევმა ერდოღანს და თურქ ხალხს ახალი წელი მიულოცა

878792
რუსეთიდან საახალწლო მილოცვის მესიჯი თურქეთს

 

რუსეთის პარლამენტის ქვედა ფრთის, დუმის რუსეთ-თურქეთის პარლამენტთა შორისო მეგობრობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი საველიევმა, დუმის სახელით პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და თურქ ხალხს ახალი წლის მისალოცი მესიჯი გამოუგზავნა.

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ და ყველა თურქს გულითადად ვულოცავ ახალ წელს... გასული წელი აღნიშნა როგორც ჩვენი ქვეყნების მეგობრობის ახლიდან აღდგენის და აქტიური ურთიერთობის დაწყების წელიწადი და ჩვენმა ქვეყნებმა გლობალურ არენაზეც ძლიერი პოზიცია გამოიჩინეს.  ორ ქვეყანას შორის არსებული ყველაზე რთული პრობლემაც კი, მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ყველა დონეზე წარმატებით და ეფექტურად გადაიჭრა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა და სამართლიანი ხელმძღვანელობა მომავალში საწინდარი და  საფუძველი გახდება  ორი მეგობარი ქვეყნის ახალ ახალი გამარჯვებებისა და წარმატებებისა. თქვენ და თურქ ხალხს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებ", ხაზგასმულია საველიევის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები