ყოფილი ფეხბურთელი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა

ჯორჯ ვაიმ ხმების 61,5-ი მიიღო

878540
ყოფილი ფეხბურთელი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა

 

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ლიბერიაში, 26 დეკემბერს  ჩატარებული  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ფეხბურთის  ყოფილი ვარსკვლავის, ჯორჯ ვაის გამარჯვებით დასრულდა.


ლიბერიაში, სადაც დაახლოებით 2.1 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩეველია, ვაიმ ხმების 61,5%-ი მოაგროვა, როცა მისმა მეტოქემ, ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჟოზეფ ნიუმაჰ ბოაკაიმ, ხმების მხოლოდ 38,5% მოაგროვა.

ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი 2005 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაგრამ, მაშინ დამარცხდა.

1981 წელს, საფეხბურთო კარიერის დაწყების შემდეგ, ვაიმ ლიბერიის ნაკრებში 60-ჯერ ითამაშა.

1994-1995 წლების სეზონში პარიზი სენ-ჟერმენის კლუბში თამაშობდა და 96 მატჩში 32 გოლი გაიტანა, ხოლო ამის პარალელურად უეფას ჩემპიონთა ლიგაშიც ყველაზე მეტი გოლის ავტორიც გახდა.

1989, 1994 და 1995 წლებში "წლის აფრიკელი ფეხბურთელის" ჯილდოს დაეუფლა, ხოლო 1998 წელს, აფრიკაში საუკუნის ყველაზე დიდ ფეხბურთელად იქნა აღიარებული.



მსგავსი ინფორმაციები