ერდოღანის ვიზიტი სუდანში დასრულდა

აქედან იგი ჩადში ჩავიდა

875979
ერდოღანის ვიზიტი სუდანში დასრულდა

 

ერდოღანმა დაასრულა ვიზიტი სუდანში და აქედან ჩადის დედაქალაქ ენგემინეში გადავიდა.

თურქი პრეზიდენტი ხარტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მისმა სუდანელმა კოლეგამ ომერ ელ ბეშირმა, მისმა მეუღლემ, ვიდად ბაბიქერ მოდავიმ და სხვა მაღალჩინოსნებმა გააცილეს.

ჩადში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ ერდოღანს პირისპირ შეხვედრას მოუწყობს ჩადის პრეზიდენტი იდრის დები, რის დასრულების კვალდაკვალ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.

ორი ქვეყნის ლიდერი რამდენიმე შეთანხმებას მოაწერს ხელს, რის შემდეგაც ერთობლივ პრეს კონფერენციას მოაწყობენ, ხოლო საღამოს კი იდრის დები თურქი კოლეგის საპატივსაცემოდ ვახშამს გამართავს.

ერდოღანი ჩადში დასრულებული შეხვედრების შემდეგ ტუნისს ეწვევა



მსგავსი ინფორმაციები