მსოფლიოს ყველაზე გრძელი მინის ხიდი ჩინეთში
მსოფლიოს ყველაზე გრძელი მინის ხიდის მშენებლობა დასრულდა ჩინეთში
873848

მსოფლიოს ყველაზე გრძელი მინის ხიდის მშენებლობა დასრულდა ჩინეთის ჰიბბეის პროვინციაში. 488 მეტრი სიგრძის და ორი მეტრი სიგანის, მინის იატაკის მქონე ხიდი გაშენდა გინგშანის რაიონის ჰონჰუანგის ტურისტული ხეობის 2018 მეტრის სიმაღლეზე.
გამოყენებულია 4 სმ სისქის 1.077 მინის პანელი. დაგეგმილია ხსენებული, 70 ტონა სიმძიმის ხიდის ორი დღის შემდეგ გახსნა.
ხიდის მშენებლობაში პასუხისმგებელი ლიუ ჯიჯის ცნობით, „ცის ხიდადაც“ წოდებულ ხიდს გააჩნია ერთდროულად ორი ათასი ადამიანის ტარების შესაძლებლობა, მაგრამ ისინი ნებას დართავენ 500 კაცის ასვლას.
ხიდის ტვირთზიდვის მოცულობა, 3,5-ჯერ მეტია ქვეყნის სტანდარტულ ხიდებზე.