იერხოვმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა

“ორ ქვეყანას სამომავლო პარტნიორობისათვის ყველანაირი პერსპექტივებიც გააჩნიათ“

871740
იერხოვმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა

 

რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანკარაში  ალექსეი იერხოვმა, რუსეთის რადიო და საინფორმაციო სააგენტო  Sputnik-თან საუბარში შეფასება მისცა რა  თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს, განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა საერთო ისტორიისა და საერთო სტრატეგიული ინტერესების საკითხებში ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

მისივე თქმით, თურქეთს და რუსეთს შესანიშნავი სამომავლო პარტნიორობისათვის ყველანაირი პერსპექტივებიც გააჩნიათ. რუსეთის ელჩი ხაზს უსვამს, რომ თურქულ-რუსული ურთიერთობები დღითიდღე იზრდება.

"წელს ჩვენ რეკორდული რაოდენობის,  4,5 მილიონი რუსი ტურისტი გავაგზავნეთ თურქეთში," განაცხადა იერხოვმა და დაამატა, რომ დიდი ზრდაა დაფიქსირებული ასევე სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებშიც, ხოლო რაც შეეხება რუსული ბუნებრივი გაზის თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების და აქქუის ატომური სადგურის მშენებლობის საკითხებს, მისი აზრით, ისინი რუსეთ-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებენ



მსგავსი ინფორმაციები