სელიმიეს მეჩეთის მნახველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
სელიმიეს მეჩეთის მნახველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
870860
თურქულ-ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ უდიდეს ნიმუშად მიჩნეული სელიმიეს მეჩეთის მნახველები ყოველდღიურად იზრდება. ქალაქ ედირნსე კულტურისა და ტურიზმის დირექტორმა, აჰმედ ჰაჯიოღლუმ განაცხადა, რომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მყოფი სელიმიეს მეჩეთის მნახველები წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. მისივე თქმით არქიტექტორ სინანის შედევრი სელიმიეს მეჩეთი გასულ წელს 1,5 ადამიანმა მოინახულა, მაგრამ მიმდინარე წელს ამ რიცხვმა 2 მილიონს უკვე გადააჭარბა. ჰაჯიოღლუმ ბოლოს ისიც დაამატა, რომ სელიმიე ყველასათვის მიმზიდველი ცენტრია.