თურქეთში ჩამოსულ უცხოელ ბინადართა რიცხვი იზრდება

ყველაზე მეტი დროებითი ბინადრობის უფლება სტამბოლმა გასცა

866940
თურქეთში ჩამოსულ უცხოელ ბინადართა რიცხვი იზრდება

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის გენერალური დირექტორატის მონაცემებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში თურქეთში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა რაოდენობამ 589 ათას 473-ს მიაღწია.

2005 წელს თურქეთში თუ 178 ათას 964 უცხოელს გადაეცა ბინადრობის ნებართვა, გასული წლის ბოლოს ეს რიცხვი 461 ათას 217-მდე გაიზარდა.

მიმდინარე წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით კი თურქეთში დროებითი ბინადრობის უფლება მიეცა 128 ათას უცხოელს.

ასე რომ, თურქეთში ბოლო 13 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელთა რაოდენობამ 589 ათას 473 მიაღწია. ყველაზე მეტი, 300 ათასამდე უცხოელს დროებითი ბინადრობის უფლება სტამბოლმა მისცა, მას 52 ათასით ანტალია და 50 ათასით ანკარა მოჰყვება.

2005 წლიდან 2016 წლამდე თურქეთში ცხოვრების უფლება მიეცა 56 ათას ერაყელს, 49 ათას სირიელს,  39 ათას აზერბაიჯანელს,  24 ათას თურქმენს და  21 ათას რუსს



მსგავსი ინფორმაციები