TİKA-ს მიერ ღაზაში აგებული 320 საცხოვრებელი ბინა პალესტინელებს გადაეცა

თურქული თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ ღაზაში აგებული 320 საცხოვრებელი ბინა პალესტინელებს გადაეცა

865926
TİKA-ს მიერ ღაზაში აგებული 320 საცხოვრებელი ბინა პალესტინელებს გადაეცა

თურქული თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ ღაზაში აგებული 320 საცხოვრებელი ბინა პალესტინელებს გადაეცა.

პალესტინის კეთილმოწყობისა და განსახლების მინისტრმა, მუფიდ ალ ჰუსაინემ ღაზაში საცხოვრებლების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქული თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ აგებული საცხოვრებლები სახელმწიფოს მეთაურის მაჰმუდ აბასის მითითებით, ისრაელის 2014 წლის თავდასხმების შედეგად დაზარალებულებსა და გაჭირვებულ პალესტინელებს გადაეცათ.   

ჰუსაინემ იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახებისათვის ახალი საცხოვრებლები აშენდება და დაამატა: „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თაოსნობით რეგიონში თურქეთის მიერ პალესტინელი ხალხისათვის გაწეული დახმარებით ძალიან კმაყოფილები არიან.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჰუსაინემ ასობით პალესტინელთა ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლების გასაღები გადასცა.

ღაზის სამხრეთში მდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ხალხი ჰუჯრ ედ დიკს უწოდებს, აგებული 320 საცხოვრებელი ბინა ხელმოწერილი შეთანხმებით ოთხშაბათს პალესტინის კეთილმოწყობის და განსახლების სამინისტროს გადაეცა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ისრაელის მიერ 2014 წელში ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ნგრევების გამო დაზარალებულთათვის 20 ჰექტარ ტერიტორიაზე 20 კორპუსისგან შემდგარი პროექტი დაასრულა.

320 საცხოვრებელ ბინაში, რომლებიც თითოეული 100 კვადრატული მეტრია, დაახლოებით 2500 ადამიანი იცხოვრებს.



მსგავსი ინფორმაციები